ოქსანა კალაშნიკოვა და სოფიო ქვაცაბაია წყვილებს შემორჩნენ

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ გუანჩჟოუში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) ძირითად ბადეში სცდიდა ძალებს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა.

ჩვენებური სტარტზევე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს - მასპინძელ ჰაო ჩენ ტანს ვერ გაუმკლავდა.

მართალია, ოქსანამ მეორე ხელი 6:3 მოიგო, მაგრამ პირველი და მესამე სეტები, შესაბამისად, 3:6, 5:7 დათმო და ერთეულთა პაექრობას გამოეთიშა. წყვილებში, როგორც გაუწყეთ, ტაილანდელ ნოპავან ლერტჩეევაკარნთან ერთად მეორე ნომრადაა განთესილი.

პირველ წრეში ჩინელებს - ძია სიან ლუსა და ძია-ძინ ლუს დუეტს აჯობა, მეორე წრეში ასევე მასპინძლებს - თინ ლისა და ძინ-ძინ
ლუს დაუპირისპირდება.

ანტალიის ქალთა 10.000-იან ტურნირში ჩაება სოფიო ქვაცაბაია.

ერთეულთა ძირითად ბადეში მე-4 ნომრად განთესილი თბილისელი ჩოგბურთელი პირველსავე პაექრობაში უკრაინელ მარიანა ზაკარლიუკს იოლად დანებდა - 3:6, 0:6.

წყვილებში ქვაცაბაია სწორედ ზაკარლიუკთან ერთად ანგელინა კლიმოვას (გერმანია) და იოანა პოსირკას (უკრაინა) შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული