ერთეულთა თანრიგში, როგორც გაუწყეთ, ძირითადი ბადის სტარტზევე დამარცხდა, წყვილებში კი, ტაილანდელ ნოპავან ლერტჩეევაკარნთან ერთად, ორი წრე გაიარა.
10 იანვარს ნახევარფინალშიც ჩინელთა დუეტს (ჩენ ლიანი - შენ-ხან სუნი) პირველი ხელი 6:4 მოუგო და გადამწყვეტ შეხვედრამდეც არაფერი რჩებოდა, მაგრამ მასპინძლებმა მობილიზება შეძლეს - მეორე სეტში 6:1 სძლიეს ქართულ-ტაილანდურ ტანდემს, ტაიბრეიკებში კი 10:6 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.
* * *
ანტალიაში 10.000-იანი ტურნირის წყვილთა პაექრობას შემორჩა სოფიო ქვაცაბაია, რომელიც
პირველი შეხვედრა მათ გერმანელ კლიმოვას და რუმინელ პოსირკას მოუგეს, მეორე წრეში ჰოლანდიელ მარით ბოონსტრასა და უკრაინელ ტაისია ზაკარლიუკთან გაარკვევენ ურთიერთობას.
ამ შეჯიბრების შემდეგ ქვაცაბაია ანტალიაშივე დარჩება და მორიგი 10.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში, ალბათ, მე-5 ნომრად იქნება განთესილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"