ანა ტატიშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე იაპონელს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
22 წლის ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, რომელსაც WTA-ს რეიტინგში 52-ე ადგილი უკავია, ამჟამად მელბურნში იმყოფება და ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება.

11 იანვარს წილისყრამ ჩვენებურის მეტოქე გამოავლინა: ეს გახლავთ ანას თანატოლი იაპონელი აიუმი მორიტა, რომელიც კლასიფიკაციაში 774 ქულით 81-ეა.

14 იანვარს ისინი პირველად შეხვდებიან ერთმანეთს. ტატიშვილმა ეს დაპირისპირება აუცილებლად უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში 100 ქულას დაკარგავს, რომელიც მან შარშან მელბურნში მოიპოვა სტარტზე მასპინძელი ეშლი ბარტის ძლევით (6:2, 7:6). მეორე წრეში მაშინ ქართველმა ჩოგბურთელმა დანიელ კაროლინ ვოზნიაცკისთან წააგო - 1:6, 6:7.

14
იანვარს ტატიშვილი იაპონურ ბარიერს თუ გადალახავს, მეორე წრეში 28-ე ნომრად განთესილ იაროსლავა შვედოვას (ყაზახეთი) და ანიკა ბეკს (გერმანია) შორის უძლიერესს გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული