ანა ტატიშვილი ავსტრალიის ღია პირველობას წყვილებშიც გამოეთიშა

AutoSharing Option
უკვე გაუწყეთ, რომ 22 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის ერთეულთა თანრიგში იაპონელ აიუმი მორატისთან წააგო, 16 იანვარს კი წყვილთა ასპარეზობასაც გამოეთიშა.

ტატიშვილისა და სლოვენიელი ანდრეა კლეპაჩის ტანდემი ჩინელების - სინიუნ ჰანისა და იი-მიაო ჟოუს დუეტს დაუპირისპირდა.

პირველი ხელი ევროპელებმა იოლად მოიგეს - 6:1, მეორე და მესამე სეტებში კი აზიელები დაეუფლნენ უპირატესობას. დაძაბულ ბრძოლაში მათ 7:6, 7:5 დაამარცხეს მეტოქეები და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. ტატიშვილი ავსტრალიის ღია ჩემპიონატს დაემშვიდობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული