ვინია დელ მარი (ჩილე). გრუნტი
საპრიზო ფონდი: 398 000 დოლარი
მონაწილეები: რაფაელ ნადალი, ხუან მონაკო, ჟერემი შარდი, პაბლო ანდუხარი, ალბერტ რამოსი, ტომი რობრედო...
ჩილეს ტურნირისადმი ინტერესი მხოლოდ იმით არ არის განპირობებული, რომ ეს არის პირველი სტარტი სეზონში გრუნტის კორტზე. რა თქმა უნდა, ვინა დელ მარის კორტები, პირველ რიგში, იმის გამო გვიზიდავენ, რომ იქ ივნისის შემდეგ პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს ესპანელი რაფაელ ნადალი.
ყველას აინტერესებს, დღეისთვის რა ფორმაშია მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი. თავად ესპანელის გეგმები მოკრძალებულია - ის რამდენიმე თვეს
ჩილეში ტიტულს იცავს არგენტინელი მონაკო, რომელმაც შარშან ფინალში თანამემამულე კარლოს ბერლოკი დაამარცხა. წელს მონაკოს მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული ATP-ის ტურში - ავსტრალიის ღიას პირველივე წრეში წააგო რუს კუზნეცოვთან.
ვინა დელ მარში 2011 წელს გაუმარჯვია ტომი რობერდოს. გამოცდილმა ესპანელმა წელს უკვე სამ ტურნირში მოასწრო გამოსვლა, თუმცა წარუმატებლად: ერთი მოგება და სამი მარცხი. ტურნირის მონაწილეთაგან ამ სეზონში ყველაზე წარმატებულია ფრანგი ჟერემი შარდი, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალს უწია. სწორედ ის მოჩანს ნადალის ყველაზე სახიფათო მეტოქედ ვინა დელ მარში.
Open Sud de France
მონპელიე (საფრანგეთი). ჰარდი
საპრიზო ფონდი: 450 000 ევრო
მონაწილეები: იანკო ტიპსარევიჩი, რიშარ გასკე, ჟილ სიმონი, ნიკოლაი დავიდენკო, ვიქტორ ტროიცკი...
მონპელიეს ტურნირზე უნდა ეთამაშა შარშანდელ ჩემპიონს, ჩეხ ტომაშ ბერდიხს, მაგრამ მან დევისის თასზე ისეთი ბატალიები გადაიტანა (სამი დღის განმავლობაში კორტზე 13 საათი გაატარა), რომ არავის გაკვირვებია მისი ტურნირიდან მოხსნა.
ამიტომაც ბადეში ტოპ-ათეულის ერთადერთ წარმომადგენელს - სერბ იანკო ტიპსარევიჩს ვხედავთ, რომელიც წელს უკვე მეორე ტიტულისთვის იბრძოლებს. პირველი გამარჯვება იანკომ ჩენაის ტურნირზე მოიპოვა. თანაც, სერბმა კარგად ითამაშა ავსტრალიის ღიაზე, როცა სამი მატჩი მოიგო და ტრავმის გამო ვერ შეძლო მერვედფინალში ნიკოლას ალმაგროს წინააღმდეგ კორტზე გასვლა.
ფრანგების ტრიოს სათავეში უდგას რიშარ გასკე და სწორედ მისი ეიმედება ყველაზე მეტად ადგილობრივ პუბლიკას. აქვე არის შარშანდელი ფინალისტი გაელ მონფილსი და სამგზის ნახევარფინალისტი ჟილ სიმონი.
PBZ Zagreb Indoors
ზაგრები (ხორვატია). ჰარდი
საპრიზო ფონდი: 450 000 ევრო
მონაწილეები: მარინ ჩილიჩი, ანდრეას სეპი, მიხაილ იუჟნი, მარტინ კლიჟანი, მარკოს ბაღდატისი, გრიგორ დმიტროვი...
მშობლიური კედლები აშკარად ეხმარება მარინ ჩილიჩს, რომელსაც ზაგრების ტურნირზე ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული, შარშან კი ასევე ხორვატიაში უმაგის ტურნირი მოიგო.
მოქმედი ჩემპიონის რანგში კი ზაგრებში მიხაილ იუჟნი ჩავიდა, რომელმაც შარშან, გადამწყვეტ მატჩში ლუკაშ ლაჩკო დაამარცხა. წელს კი რუსი ჩოგბურთელი ბევრით ვერაფრით დაიკვეხნის.
გაცილებით შედეგიანი სეზონი აქვს ანდრეას სეპის. 2012 წელი იტალიელისთვის საუკეთესო იყო კარიერაში და ის არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას. მან უკვე ჩაიწერა აქტივში სიდნეის ტურნირი და ავსტრალიის ღიას მერვედფინალი. გარდა ამისა, დევისის თასზე სწორედ ხორვატიის დამარცხებაში დაეხმარა თავის გუნდს.
კარგად დაიწყო სეზონი ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა, რომელმაც ბრისბენის ტურნირის ფინალში ითამაშა, სადაც ენდი მარეისთან წააგო. თუმცა ამას მოჰყვა წარუმატებლობები - წაგება სიდნეისა და მელბურნის ტურნირების პირველ წრეში.
მარიამ კიფერი აიყვანა
რუსი მარია შარაპოვას დროებითი მწვრთნელი გახდა მსოფლიოს ყოფილი მეოთხე ჩოგანი, 35 წლის გერმანელი ნიკოლას კიფერი. ეს უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში იმუშავებს WTA-ს მესამე ნომერთან. კიფერი სპარინგ-პარტნიორის როლს შეასრულებს.
საქმე ის არის, რომ ავსტრალიის ღია პირველობის დროს ტრავმა მიიღო მარიას მუდმივმა სპარინგ-პარტნიორმა ვლადიმერ ვოლჩკოვმა, რის შემდეგაც რუსმა თავისი მწვრთნელის, ტომას ჰოგსტედტის რჩევით კიფერს მიმართა.
"სასიამოვნოა, რომ ნიკოლასი დათანხმდა ჩვენს დახმარებას. უახლოესი სამი კვირის განმავლობაში ის მარიას ვარჯიშებში მიიღებს მონაწილეობას. ინდიან უელსისა და მაიამის ტურნირების წინ ჩვენ კიდევ ერთი ჩოგბურთელი შემოგვიერთდება, რომელიც შარაპოვას სპარინგ-პარტნიორი იქნება ვოლჩკოვის მწყობრში ჩადგომამდე", - ამბობს შარაპოვას აგენტი მაქს ეიზენბადი.
* * *
მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა კონტრაქტი გააუქმა სპორტული მარკეტინგის სააგენტო IMG-სთან, რომელიც მსოფლიოს მეხუთე ჩოგანის სასპონსორო საქმეებსა და სარეკლამო კონტრაქტებს მართავდა.
როგორც Tennis World USA იუწყება, ამიერიდან 26 წლის რაფას საქმეებს გაუძღვება ჩოგბურთელის მამა - სებასტიანი, აგრეთვე მისი აგენტი კარლოს კოსტა.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე IMG-ის სამსახურზე უარი განაცხადა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა. სამაგიეროდ, ამ კომპანიასთან თანამშრომლობა დაიწყო მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნადალი და ნალბანდიანი დაძმობილდნენ