თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა შეჯიბრებაში საკვალიფიკაციო ბადიდან ჩაება. სტარტზე მე-2 ნომრად განთესილ ამერიკელ ელისონ რისკესთან ორ სეტში დამარცხდა - 2:6, 3:6.
11 თებერვალს დოჰაში დაიწყება დიდი საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 2.369.000 დოლარი), რომელშიც მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ საუკეთესო ჩოგბურთელები - ვიქტორია აზარენკა (ბელორუსი), სერენა უილიამსი (აშშ), მარია შარაპოვა (რუსეთი), აგნეშკა რადვანსკა (ეილათში ფედერაციის თასზე დასთან ერთად პოლონეთის ნაკრების ღირსება დაიცვა), სამანტა სტოსური (ავსტრალია), ანგელიკ კერბერი (გერმანია), მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი),
ძირითად ბადეშია თბილისელი ანა ტატიშვილი (მსოფლიო რეიტინგით 59-ე). იგი მე-16 ნომრად განთესილ 19 წლის სლოან სტეფენსს (აშშ, მე-17) დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"