ანა ტატიშვილი WTA-ს ახალ რეიტინგში მსოფლიოს 57-ე ჩოგანია

AutoSharing Option
თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა ჩოგბურთელ ქალთა კოლუმბიის საერთაშორისო ტურნირის (Copa Bionaire, საპრიზო ფონდი 125.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე ამერიკელ ელისონ რისკესთან დამარცხდა, მაგრამ ასპარეზობას წყვილებში განაგრძობს - რუს ნინა ბრატჩიკოვასთან ერთად მე-2 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში კონი პერინისა (შვეიცარია) და მაშა ზესპესკირიჩის (სლოვენია) დუეტს შეხვდება.

* * *
ანა ტატიშვილი დოჰას საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2.369.000 დოლარი) ძირითად ბადეში ჩაებმება.

ანტალიის 10.000-იან შეჯიბრებაზე გამოვლენ სოფიო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე.

ქვაცაბაია, რომელიც მე-7 ნომრადაა განთესილი, კვალიფიკაციიდან აღზევებულ იი ჩენს (ტაივანი) დაუპირისპირდება, ხოლო
გორგოძე უნგრელ შაილა ერგულენს გაუწევს მეტოქეობას.

პირველი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელები მე-2 წრეში ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობას.

წყვილთა პაექრობაში ქვაცაბაია-გორგოძის დუეტი პირველ ნომრადაა განთესილი. ჩვენებურებმა უკვე გამართეს სასტარტო შეხვედრა - ინდია მეიგენისა (ბელგია) და ანი ვანგელოვას (ბულგარეთი) ტანდემს იოლად სძლიეს - 6:0, 6:2.

მეორე წრეში ისინი იტალიელებს - ჯულია ბრუზონსა და მარტინა კარეგაროს შეხვდებიან.

* * *
ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ფედერაციამ (WTA), წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა:

57 (59). ანა ტატიშვილი (1021 ქულა)
295 (300). სოფიო შაფათავა (153)
398 (400). მარგალიტა ჩახნაშვილი (92)
406 (409). ოქსანა კალაშნიკოვა (89)
494 (459). სოფიო ქვაცაბაია (63)
517 (523). ეკატერინე გორგოძე (55)
715 (717). ნათია გეგია (28)
1156 (1158). ანი გოგვაძე (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული