ანტალიაში ერთმანეთს ქართველი ჩოგბურთელები დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) 12 თებერვალს პირველი წრის შეხვედრები გაიმართა.

მე-7 ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ იოლად სძლია კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ იი ჩენს (ტაივანი) - 6:3, 6:1 და მეორე წრეში თანამემამულე ეკატერინე გორგოძეს დაუპირისპირდება, რომელმაც 12 თებერვალს შაილა არგიელანს (უნგრეთი) პირველი ხელი 7:5 მოუგო. მეორეში 3:0-ით რომ დაწინაურდა, მეტოქემ ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო.

* * *

მარცხი სტარტზე
დოჰაში (ყატარი) გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 2.369.000 დოლარი).

23 წლის ანა ტატიშვილი 12
თებერვალს, პირველ წრეში 19 წლის ამერიკელს, WTA-ს რეიტინგში მე-17 ადგილზე მყოფ სლოან სტეფანსს დაუპირისპირდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ერთ საათში ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით - 2:6, 2:6 წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული