სოფიო შაფათავა მოსკოვის ტურნირის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
სოფიო შაფათავა წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას ჩოგბურთელ ქალთა მოსკოვის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფოდი 25.000 დოლარი).

ერთეულთა თანრიგის სტარტზე მე-8 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა, როგორც გაუწყეთ, კსენია გაიდარჟის (რუსეთი) მოუგო - 6:4, 6:2, შემდეგ, ასევე, რუსი ანა კოვალი ჩამოიცილა გზიდან - 6:1, 6:3, მეოთხედფინალში იულია კალაბინას (რუსეთი) აჯობა - 7:5, 6:1 და ნახევარფინალში მოსკოველი მაია კაციტაძის მძლეველ (4:6, 7:5, 7:6) გერმანელს, მეორე ნომრად განთესილ ანა-ლენა ფრიდზამს დაუპირისპირდება.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ტურნირის რეიტინგფავორიტ ვალერია სოლოვიოვას (რუსეთი) დამმარცხებელი ტატიანა კოტელნიკოვა (რუსეთი) და მესამე ნომერი მარია
ზანევსკა (უკრაინა) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული