ზედიზედ სამი მეტოქის ძლევის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში მეორე ნომრად განთესილი (თავად მე-8 ნომერი იყო) გერმანელი ანა-ლენა ფრიდშამი დაამარცხა - 3:6, 6:3, 7:6 და ფინალში ტატიანა კოტელნიკოვას (რუსეთი) მძლეველ (5:7, 6:1, 6:2) უკრაინელს - მარია ზანევსკას დაუპირისპირდა. ჩვენებურმა ორ სეტში დათმო შეხვედრა - 4:6, 6:7 და მეორე ადგილს დასჯერდა.
* * *
ბრაზილიური ფლორიანოპოლისის ქალთა ტურნირში (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) ჩაება თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა.
ალემანმა სტარტზე მასპინძელ კარლა ფორტეს აჯობა - 6:7, 6:1, 6:1, 24 თებერვალს მეორე წრეში კალაშნიკოვასაც მოუგო - 6:3, 6:2.
წყვილებში კალაშნიკოვა ნინა ბრატჩიკოვასთან ერთად 24-შივე ანე კეოტავონგისა (დიდი ბრიტანეთი) და ვალერია სავინიხის (რუსეთი) დუეტს შეხვდა.
თბილისელმა ჩოგბურთელმა, სამწუხაროდ, ვერც აქ იყოჩაღა - 4:6, 6:2, 7:10 დამარცხდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"