სოფიო შაფათავა მოსკოვის ტურნირზე მეორეზე გავიდა

AutoSharing Option
მოსკოვში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომელშიც წარმატებით ითამაშა თბილისელმა სოფიო შაფათავამ.

ზედიზედ სამი მეტოქის ძლევის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში მეორე ნომრად განთესილი (თავად მე-8 ნომერი იყო) გერმანელი ანა-ლენა ფრიდშამი დაამარცხა - 3:6, 6:3, 7:6 და ფინალში ტატიანა კოტელნიკოვას (რუსეთი) მძლეველ (5:7, 6:1, 6:2) უკრაინელს - მარია ზანევსკას დაუპირისპირდა. ჩვენებურმა ორ სეტში დათმო შეხვედრა - 4:6, 6:7 და მეორე ადგილს დასჯერდა.

* * *
ბრაზილიური ფლორიანოპოლისის ქალთა ტურნირში (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) ჩაება თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა.
საკვალიფიკაციო ბადის პირველ წრეში მან პარაგვაელი ვერონიკა კეპედე დაამარცხა - 6:4, 6:3 და მეორე წრეში გერმანელ კრისტინა ბაროისს დაუპირისპირდა.

ალემანმა სტარტზე მასპინძელ კარლა ფორტეს აჯობა - 6:7, 6:1, 6:1, 24 თებერვალს მეორე წრეში კალაშნიკოვასაც მოუგო - 6:3, 6:2.

წყვილებში კალაშნიკოვა ნინა ბრატჩიკოვასთან ერთად 24-შივე ანე კეოტავონგისა (დიდი ბრიტანეთი) და ვალერია სავინიხის (რუსეთი) დუეტს შეხვდა.

თბილისელმა ჩოგბურთელმა, სამწუხაროდ, ვერც აქ იყოჩაღა - 4:6, 6:2, 7:10 დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული