ანა ტატიშვილი განახლებულ რეიტინგში ოთხი საფეხურით დაქვეითდა

AutoSharing Option
ინდიან უელსში 4 მარტს დაიწყო დიდი საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 6.020.268 დოლარი), რომელშიც ანა ტატიშვილსაც უნდა ეთამაშა, მაგრამ ტრავმა ჯერ ბოლომდე არ მოუშუშებია და გარისკვას არ აპირებს.

თურქულ ანტალიაში 4 მარტს დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, სადაც მესამე ნომრადაა განთესილი სოფიო შაფათავა. სტარტზე იგი ვივიენ კუჰაჟოვას შეხვდება.

წყვილებში სოფიო უკრაინელ ალონა ფომინასთან ერთად მე-2 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში პატრისია ლანკრანჯანისა (რუმინეთი) და გაბრიელა პორუბინის (მოლდოვა) დუეტს დაუპირისპირდება.

* * *
მსოფლიო საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ტატიშვილმა 992
ქულით 57-ედან 61-ე ადგილზე გადაინაცვლა.

კლასიფიკაციაში 24 საფეხურით დაწინაურდა სოფიო შაფათავა, რომელმაც წინა კვირას მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მე-2 ადგილი დაიკავა. 186 ქულით იგი 273-ე ადგილზეა.

389 (405) ოქსანა კალაშნიკოვა (96 ქულა), 399 (395). მაკა ჩახნაშვილი (92), 482(482). სოფიო ქვაცაბაია (66), 526 (518). ეკატერინე გორგოძე (55), 708 (706) ნათია გეგია (28). 1165 (1157) ანი გოგვაძე (3).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული