სოფიო შაფათავამ ანტალიის ტურნირში წყვილებში იყოჩაღა

AutoSharing Option
მოსკოვის 25.000-იან საერთაშორისო ტურნირზე მე-2 ადგილის დაკავების შემდეგ სოფიო შაფათავა ანტალიის ქალთა შეჯიბრებაში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ჩაება, სადაც მე-3 ნომრად იყო განთესილი.

ქართველმა ჩოგბურთელმა სტარტზევე სათანადო მეტოქეობა ვერ გაუწია ვივიენ იუჰაჟოვას (სლოვაკეთი) და სამ სეტში დამარცხდა: 0:6, 6:4, 1:6.

სამაგიეროდ, შაფათავამ წყვილებში იყოჩაღა - უკრაინელ ალიონა ფომინასთან (ისინი მეორე ნომრად არიან განთესილნი) ერთად, პატრისია ლანგრანჯანისა (რუმინეთი) და გაბრიელა პორუბინის (მოლდოვა) დუეტს სძლია - 6:3, 6:4.

სოფიოს მეორე წრეში რევანშის შანსი მიეცა - იქ აგნეს ვიკტას (უნგრეთი) და ვივიენ იუჰაჟოვას
დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული