კაროლინი და რორი ისევ ერთად არიან

AutoSharing Option
დანიელმა ჩოგბურთელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ უარყო ბოლო დროს გავრცელებული ჭორები იმის თაობაზე, თითქოს მან გაწყვიტა კავშირი თავის ბოიფრენდთან, ცნობილ ბრიტანელ გოლფისტთან რორი მაკილროისთან.

"ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ სხვადასხვა ჭორს, - განაცხადა დანიელმა სააგენტო AP-თან კომენტარში. - ამის შესახებ ბოლო დღეებია მუდმივად მესმის, მაგრამ სულაც არ მივიჩნევ საჭიროდ რორისთან დაკავშირებას და მასთან ამ სიტუაციის განხილვას".

"ბოლო ტურნირზე არც ისე კარგი შედეგი ვაჩვენე, კარომ კი წააგო ტურნირი მალაიზიაში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. ეს მხოლოდ სპორტია", - დაამატა მაკილროიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
კაროლინ ვოზნიაცკი ჯერ არ თხოვდება




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული