ერთეულთა თანრიგში პირველობას ქართველი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა მეოთხედფინალში გამოეთიშა, აი, წყვილთა პაექრობაში კი უკრაინელ ალიონა ფომინასთან ერთად ფინალში გავიდა.
15 მარტს ქართულ-უკრაინულმა დუეტმა, რომელიც მე-2 ნომრადაა განთესილი, მე-4 ნომერ კანადელებს - კაროლ ჟაოსა და ერინ რუთლიფის სამ სეტში აჯობა - 6:3, 4:6, 10:8.
შაფათავა-ფომინას ტანდემი ფინალში მატილდა ჰამლინისა და ვალერია ოსადჩენკოს (ორივე - შვედეთი) მძლეველ (6:4, 6:0) ამერიკელ რეიტინგფავორიტებს - ანამიკა ბჰარგავას და ნიკოლ მელიჩარს დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული