სოფიო შაფათავა ანთალიის ტურნირის ფინალშია

AutoSharing Option
ანთალიაში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10. 000 დოლარი).

ერთეულთა თანრიგში პირველობას ქართველი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა მეოთხედფინალში გამოეთიშა, აი, წყვილთა პაექრობაში კი უკრაინელ ალიონა ფომინასთან ერთად ფინალში გავიდა.

15 მარტს ქართულ-უკრაინულმა დუეტმა, რომელიც მე-2 ნომრადაა განთესილი, მე-4 ნომერ კანადელებს - კაროლ ჟაოსა და ერინ რუთლიფის სამ სეტში აჯობა - 6:3, 4:6, 10:8.

შაფათავა-ფომინას ტანდემი ფინალში მატილდა ჰამლინისა და ვალერია ოსადჩენკოს (ორივე - შვედეთი) მძლეველ (6:4, 6:0) ამერიკელ რეიტინგფავორიტებს - ანამიკა ბჰარგავას და ნიკოლ მელიჩარს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული