სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე და ოქსანა კალაშნიკოვა ანტალიაში იასპარეზებენ

AutoSharing Option
სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე და ოქსანა კალაშნიკოვა 19 მარტიდან ჩოგბურთელ ქალთა ანტალიის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ჩაებმებიან.

თან შაფათავა პირველ ნომრადაა განთესილი. 18 მარტს ჯერ კიდევ არ იყო სტარტზე მისი მეტოქის ვინაობა გარკვეული საკვალიფიკაციო ასპარეზობის დაუმთავრებლობის გამო.

გორგოძეც საკვალიფიკაციოს ერთ-ერთ გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო კალაშნიკოვა (იგი მე-5 ნომერია) პირველ წრეში იულია სამუსევას დაუპირისპირდება.

წყვილებში კალაშნიკოვა კსენია პალკინასთან (ყირგიზეთი) ერთად პირველი ნომერია და მას ბულგარელთა (ბორისლავა ბოტუშაროვა, ვივიან ზლატანოვა) დუეტი გაუწევს მეტოქეობას.

მესამე ნომრად განთესილი შაფათავა-გორგოძის ტანდემი ნატალია კოსტიჩასა (სერბეთი)
და მონიკუ ზუურს (ჰოლანდია) შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული