სოფიო შაფათავამ და ეკა გორგოძემ ანტალიის ტურნირი წარმატებით დაიწყეს

AutoSharing Option
ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (ანტალია, საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) სოფიო შაფათავამ, რომელიც პირველ ნომრადაა განთესილი, სტარტზე იოლად მოუგო უკრაინელ ანგელინა კალინინას - 6:3, 6:1 და მეორე წრეში მატილდა ჰამლინის (შვედეთი) მძლეველ ირინა შიმანოვიჩს (ბელორუსი) დაუპირისპირდება.

წარმატებით ითამაშა ეკატერინე გორგოძემაც - კვალიფიკაციიდან აღზევებულ ვივიან ზლატანოვას (ბულგარეთი) აჯობა - 7:5, 6:0. მეორე წრეში მას მე-7 ნომერი ნატალია კოსტიჩი (სერბეთი) გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებშიც პირველი ბარიერი დაუბრკოლებლად გადალახეს ჩვენებურებმა. მესამე ნომერმა გორგოძემ და შაფათავამ სამ სეტში მოუგეს ნატალია კოსტიჩასა (სერბეთი) და მონიკუ ზუურს (ჰოლანდია)
- 6:0, 3:6, 11:9. მეოთხედფინალში კრისტინა კაზიმოვა (უკრაინა) და იულია სამუშევა (რუსეთი) ეყოლებათ მეტოქედ.

წყვილებში პირველ ნომრად არის განთესილი თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვას და ყირგიზ კსენია პალკინას დუეტი.

პირველ წრეში მათ ბორისლავა ბოტუშაროვას და ვივიან ზლატოვას (ორივე - ბულგარეთი) ტანდემს აჯობეს - 7:6, 6:2. მეოთხედფინალში მატილდა ჰამლინს (შვედეთი) და კერი ვონგს (აშშ) შეხვდებიან.

* * *

ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ტრავმის გამო დიდი ხნის უქმობის შემდეგ მაიამის დიდ საერთაშორისო ტურნირში ჩაება, მაგრამ შეჯიბრებას სტარტზევე გამოეთიშა: ჰოლანდიელ კიკი ბერტენსთან პირველი ხელი 0:6 დათმო.

მეორეში მეტოქე 1:0 დაწინაურდა თუ არა, ტატიშვილმა ტრავმის გამო ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული