ოქსანა კალაშნიკოვამ ანთალიის წყვილების ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
თურქეთში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომელშიც საქართველოს სამი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ჩვენებურები ერთეულთა თანრიგში მეოთხედფინალამდე გამოეთიშნენ შეჯიბრებას.

წყვილებში თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვას და ყირგიზი ქსენია პერვაკის დუეტმა, რომელიც პირველ ნომრად იყო განთესილი, ნახევარფინალში მესამე ნომრებს - სოფიო შაფათავას და ეკატერინე გორგოძეს აჯობა - 6:2, 7:6, გადამწყვეტ პაექრობაში კი მეორე ნომერ ამერიკელებს - ანამიკა ბჰარგავას და ნიკოლ მელიჩარს მოუგო ორ სეტში - 6:1, 6:3 და მთავარი პრიზი მოიპოვა.

ანთალიაში დღეი
დან ახალი საერთაშორისო ტურნირი დაიწყება, რომელშიც, სავარაუდოდ, ოქსანა კალაშნიკოვა და ეკატერინე გორგოძეც ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული