ეს იყო ჯოკოვიჩის ზედიზედ მე-15 გამარჯვება მაიამის საჩოგბურთო არენის მთავარ კორტზე. ახლა ის ამ სერიის გაგრძელებას გერმანელი
ჯოკოვიჩი და ჰაასი აქამდე ექვსჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და სერბს ოთხი მატჩი აქვს მოგებული.
ასევე ორ სეტში გაიმარჯვა მსოფლიოს მეხუთე ნომერმა დავიდ ფერერმა. ის ამ სეზონში უკვე მესამე ხვდებოდა იტალიელ ფაბიო ფონინის და მესამედ მოუგო, სულ კი ამ ჩოგბურთელთან ურთიერთშეხვედრებში 6:0 მიჰყავს ანგარიში. თამაში 79 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც ესპანელმა ოთხი ბრეიკი გააკეთა და თავად მხოლოდ ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება – 6:1, 7:5. ფერერმა ბოლო პერიოდში ოდნავ უკლო თამაშს და ორი კვირის წინ, ინდიან უელსის მასტერსზე პირველივე მატჩი დათმო, არადა, მანამდე ორი ტურნირის მოგება (ოკლენდი, ბუენოს აირესი) და ავსტრალიის ღიაზე ნახევარფინალში გასვლა მოასწრო.
მერვედფინალში ფერერი კეი ნიშიკორის შეხვდება, რომელმაც ასევე ოთხი ბრეიკით აუღო ბელგიელ ქსავიე მალისეს – 6:2, 7:5. ფერერსა და ნიშიკორის შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 2:2-ია, თუმცა ბოლო შეხვედრა წლევანდელი ავსტრალიის ღიას მერვედფინალში ესპანელმა სამ სეტში მოიგო.
როგორც ჩანს, ოპტიმალურ ფორმას იბრუნებს სერბი იანკო ტიპსარევიჩი, რომელმაც ავსტრალიის ღიას შემდეგ პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი. სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან პირველი სეტის წაგების შემდეგ, ტიპსარევიჩმა ტაი-ბრეიკზე აიღო მეორე სეტი, მესამეში კი 6:0 გაანადგურა ახალგაზრდა მოწინააღმდეგე.
ტიპსარევიჩმა სეზონი ჩენაის ტურნირის მოგებით დაიწყო, შემდეგ იყო ავსტრალიის ღიაზე მერვედფინალში გავიდა, რასაც მოჰყვა ზედიზედ ოთხ ტურნირში პირველივე წრეში გამოვარდნა.
ტიპსარევიჩის მეტოქე ფრანგი ჟილ სიმონი იქნება, რომელმაც თითო სეტში თითო ბრეიკი გააკეთა გრეგა ჟემლიასთან მატჩში და 6:4, 6:4 მოიგო. ფრანგი მეორედ ეცდება მაიამის მასტერსის მეოთხედფინალში გასვლას. პირველად მან ეს 2011 წელს გააკეთა და მაშინ მერვედფინალში სწორედ ტიპსარევიჩი დაამარცხა სამ სეტში.
III წრე
იურგენ მელცერი (ავსტრია)-ტობიას კამკე (გერ) 6:7(3), 6:3, 6:4; ალბერტ რამოსი (ესპ)-ჯეიმს ბლეიკი (აშშ) 6:4, 2:6, 7:5; კეი ნიშიკორი (იაპ, 13)-ქსავიე მალისე (ბელ) 6:2, 7:5; ჟილ სიმონი (საფ, 11)-გრეგა ჟემლია (სლოვენ) 6:4, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-სომდევ დევარმანი (ინდ) 6:2, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 3)-ფაბიო ფონინი (იტა, 32) 6:1, 7:5; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 7)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 26) 4:6, 7:6(5), 6:0; ტომი ჰაასი (გერ, 15)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 19) 6:3, 6:2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მაიამის ტურნირი: დელ პოტრომ პირველივე წრეში წააგო