ეკა გორგოძე და ოქსანა კალაშნიკოვა ანტალიის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებენ

AutoSharing Option
თურქულ ანტალიაში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა ახალი საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომლის ძირითად ბადეში ორი ჩვენებურიც ითამაშებს.

ოქსანა კალაშნიკოვა მე-5 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში კარენ ბარბატს (დანია) დაუპირისპირდება, ეკა გორგოძე კი მეორე ნომერ ბასაკ ერაიდინს (თურქეთი) გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში კალაშნიკოვა ისევ ყირგიზ ქსენია პალკინასთან ერთად შეეცდება მთავარი პრიზის მოპოვებას. პირველ ნომრად განთესილი ეს დუეტი სტარტზე ალექსანდრა რილეის (აშშ) და ანა სმოლინას (რუსეთი) შეხვდება.

გორგოძე თურქ მელის სეზერს შეუამხანაგდა. მათი მეტოქე ალექსანდრა დამაშინისა (რუმინეთი) და იასმინ გულმანი (თურქეთი) ტანდემი
იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული