ოქსანა კალაშნიკოვა მე-5 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში კარენ ბარბატს (დანია) დაუპირისპირდება, ეკა გორგოძე კი მეორე ნომერ ბასაკ ერაიდინს (თურქეთი) გაუწევს მეტოქეობას.
წყვილებში კალაშნიკოვა ისევ ყირგიზ ქსენია პალკინასთან ერთად შეეცდება მთავარი პრიზის მოპოვებას. პირველ ნომრად განთესილი ეს დუეტი სტარტზე ალექსანდრა რილეის (აშშ) და ანა სმოლინას (რუსეთი) შეხვდება.
გორგოძე თურქ მელის სეზერს შეუამხანაგდა. მათი მეტოქე ალექსანდრა დამაშინისა (რუმინეთი) და იასმინ გულმანი (თურქეთი) ტანდემი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"