ოქსანა კალაშნიკოვა ანტალიის ტურნირის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
ანტალიაში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი).

წყვილებში წარმატებით თამაშობს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა (ერთეულებში იგი სტარტზევე დამარცხდა დანიელ კარენ ბარბატთან).

ჩვენებური, ყირგიზ ქსენია პალკინასთან ერთად, ასპარეზობის რეიტინგფავორიტია.

პირველ წრეში, როგორც გაუწყეთ, ქართულ-ყირგიზულმა დუეტმა ალექსანდრა რილეისა (აშშ) და ანა სმოლინას (რუსეთი) აჯობა - 6:1, 6:1. 28 მარტს მეოთხედფინალშიც იოლად დაჯაბნა ალბინა ხაბიბულინა (უზბეკეთი) და გაბრიელა პორუბინი (მოლდოვა) - 6:0, 6:2.

კალაშნიკოვა და პალკინა ნახევარფინალში ტერეზა მარტინცოვა/პეტრა როჰანოვას (ორივე - ჩეხეთი) და სტეფანა ანდრეი (რუმინეთი)/ევგენია სვინცოვას (რუსეთი) შორის
უძლიერესს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული