სერენა უილიამსი წინ გაიჭრა, ნოვაკ ჯოკოვიჩი მაინც დამაჯერებელია

AutoSharing Option
გასულ კვირას მაიამიში დასრულდა სეზონში ქალებს შორის რიგით მეორე უმაღლესი კატეგორიის ტურნირი. აქ რეიტინგში სერენა უილიამსის პირველობას ფორმალურად ემუქრებოდა საფრთხე. მისი გასწრება შეეძლოთ მარია შარაპოვასა და ვიქტორია აზარენკას.

თუმცა ბელორუსმა ეს შანსი მას შემდეგ დაკარგა, რაც ტურნირი ტრავმის გამო დატოვა. პირველი ადგილის შესანარჩუნებლად ამერიკელს მეოთხედფინალში გასვლა სჭირდებოდა და ეს ამოცანა სერენამ იოლად გადაჭრა. თუმცა უილიამსი ამაზე არ შეჩერდა და ფინალამდე მიაღწია, სადაც შარაპოვა დაამარცხა. ამით, ამერიკელის რეიტინგი 11 115 ქულამდე ავიდა. საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია – ის 1100 ქულით უსწრებს შარაპოვას.

გრუნტის სეზონის დროს ამერიკელს მოუწევს ტიტულების დაცვა ჩარლსტონსა და მადრიდში, შარაპოვამ კი შარშან გრუნტზე სამი ტიტული მოიგო – შტუტგარტში, რომსა და როლან გაროსზე. ახლა აზარენკა უილიამსთან თითქმის 2000 ქულას აგებს, მაგრამ მას გრუნტზე ბევრი ქულა არ აქვს დასაცავი.

WTA-ს რეიტინგის ტოპ-ათეულში ერთი ცვლილება მოხდა: კაროლინ ვოზნიაცკიმ ვერ დაიცვა შარშანდელი ნახევარფინალი და მეცხრე ადგილზე გაუშვა სამანტა სტოსური, რომელიც ტოვებდა მაიამის ტურნირს ტრავმის გამო. წარუმატებლად გამოვიდა შარშანდელი ნახევარფინალისტი მარიონ ბარტოლი და ფრანგი ამის გამო 11-დან მე-14 პოზიციამდე დაქვეითდა. მოულოდნელად ნახევარფინალამდე მიაღწია ელენა იანკოვიჩმა, რითაც სერბმა დაიბრუნა ადგილი TOP20-ში. აქვე კარიერაში პირველად შეაბიჯა ესპანელმა კარლა სუარეს ნავარომ.

* * *
მაიამიში მამაკაცები მასტერსს თამაშობდნენ. ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვერ დაიცვა ტიტული, მაგრამ მაინც შეინარჩუნა დამაჯერებელი ლიდერობა. ტურნირი მოიგო ენდი მარეიმ, რომელმაც როჯერ ფედერერს გაუსწრო და მეორე ადგილზე გადავიდა კლასიფიკაციაში. ბოლოს ეს პოზიცია ბრიტანელს 2009 წლის ზაფხულში ეკავა, თუმცა მხოლოდ სამი კვირით. ახლა მას ამ პოზიციის შენარჩუნების შანსი აქვს.

მაიამის მასტერსის ფინალი წააგო დავიდ ფერერმა. ჯერ კიდევ სტარტამდე იყო ცნობილი, რომ ის პირველ ოთხეულში დაბრუნდებოდა, რადგან მაიამიში სათამაშოდ არ ჩავიდა რაფაელ ნადალი, რის გამოც დაკარგა შარშანდელი ქულები. საბოლოოდ, ფერერმა ფინალში გასვლით სოლიდური უპირატესობა მოიპოვა თანამემამულეზე – სხვაობა მასსა და რაფას შორის 700 ქულაა.

გარდა ამისა, ნახევარფინალში გასვლით რიშარ გასკე მეცხრე ადგილზე გადავიდა - შეავიწროვა იანკო ტიპსარევიჩი. ფრანგისთვის ეს არის საუკეთესო პოზიცია 2008 წლის ივნისის შემდეგ. ასევე ნახევარფინალში გავიდა ტომი ჰაასი, რომელიც ამ კვირას 35 წლის გახდება. გასულ კვირას, მან მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. გერმანელი ოთხი პოზიციით ამაღლდა და მე-14 ჩოგანი გახდა. ჰაასი TOP15-ში დაბრუნდა 2008 წლის იანვარის შემდეგ.

რეიტინგის ზედა ნაწილში ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა ხუან მონაკომ. გასულ წელს არგენტინელი ნახევარფინალში თამაშობდა, წელს კი პირველივე წრეში დამარცხდა. ეს სამხრეთამერიკელს ხუთი პოზიციის დაკარგვად დაუჯდა.

ATP
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 12 370
2(3). ენდი მარეი (ბრიტ) 8 750
3(2) . როჯერ ფედერერი (შვეიც) 8 670
4(5). დავიდ ფერერი (ესპ) 7 050
5(4). რაფაელ ნადალი (ესპ) 6 385
6(6). ტომას ბერდიხი (ჩეხ) 5 145
7(7). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) 4 750
8(8). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 3 660
9(10). რიშარ გასკე (საფ) 3 230
10(9). იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 3 000
11(11). მარინ ჩირიჩი (ხორ) 2 705
12(12). ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 2 435
13(13). ჟილ სიმონი (საფ) 2 390
14(18). ტომი ჰაასი (გერ) 2 260
15(15). კეი ნიშიკორი (იაპ) 2 135
16(16). მილოშ რაონიჩი (კან) 2 095
17(17). სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 1 960
18(19). ანდრეას სეპი (იტა) 1 865
19(14). ხუან მონაკო (არგ) 1 835
20(20). სემ კუერი (აშშ) 1 825

ATP. ფულადი მონაგარი
1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 3 264 739
2. ენდი მარეი (ბრიტ) 2 190 215
3. რაფაელ ნადალი (ესპ) 1 420 210
4. დავიდ ფერერი (ესპ) 1 244 061
5. ხ-მ. დელ პოტრო (არგ) 1 108 411
6. ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 850 057
7. როჯერ ფედერერი (შვეიც) 764 406
8. რიშარ გასკე (საფ) 688 569
9. ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 566 172
10. კეი ნიშიკორი (იაპ) 527 072
11. ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 455 646
12. ჟილ სიმონი (საფ) 441 457
13. ბობ ბრაიანი (აშშ) 434 323
13. მაიკ ბრაიანი (აშშ) 434 323
15. ტომი ჰაასი (გერ) 383 257
16. ჟულიან ბენეტო (საფ) 379 937
17. ჟერემი შარდი (საფ) 361 022
18. მარინ ჩირიჩი (ხორ) 357 884
19. მილოშ რაონიჩი (კან) 334 093
20. კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 332 834

WTA
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 11 115
2(2). მარია შარაპოვა (რუს) 10 015
3(3). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 9 325
4(4). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 6 845
5(5). ნა ლი (ჩინ) 5 880
6(6). ანჟელიკ კერბერი (გერ) 5 475
7(7). სარა ერანი (იტა) 5 405
8(8). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 5 225
9(10). სამანტა სტოსური (ავსტრა) 3 865
10(9). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 3 760
11(12). ნადია პეტროვა (რუს) 3 125
12(13). მარია კირილენკო (რუს) 2 811
13(15). რობერტა ვინჩი (იტა) 2 715
14(11). მარიონ ბარტოლი (საფ) 2 710
15(14). დომ. ციბულკოვა (სლოვაკ) 2 695
16(16). სლოან სტივენსი (აშშ) 2 520
17(17). ანა ივანოვიჩი (სერ) 2 466
18(24). ელენა იანკოვიჩი (სერ) 2 115
19(19). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 1 930
20(21). კარლა სუარეს ნავარო (ესპ) 1 875

WTA. ფულადი მონაგარი
1. ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 3 007 651
2. მარია შარაპოვა (რუს) 1 962 092
3. ნა ლი (ჩინ) 1 456 129
4. სერენა უილიამსი (აშშ) 1 381 363
5. სარა ერანი (იტა) 1 017 609
6. კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 847 653
7. აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 776 889
8. რობერტა ვინჩი (იტა) 736 113
9. პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 708 875
10. სლოუნ სტივენსი (აშშ) 624 064
11. ეკატერინა მაკაროვა (რუს) 511 398
12. ანჟელიკ კერბერი (გერ) 473 911
13. ნადია პეტროვა (რუს) 445 170
14. მარია კირილენკო (რუს) 444 330
15. ელენა ვესნინა (რუს) 432 029
16. სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 400 411
17. ელენა იანკოვიჩი (სერ) 348 953
18. კ. სრებოტნიკი (სლოვენ) 280 754
19. სამანტა სტოსური (ავსტრა) 277 059
20. კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 272 320

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მაიამი მასტერსი: უხარისხო ფინალი ენდი მარეიმ მოიგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული