სოფიო შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა ნამანგანის ტურნირში ჩაებმებიან

AutoSharing Option
თურქულ ანტალიაში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე ძალებს სცდიდა გიორგი ცივაძე.

როგორც წინა კვირას, ჩვენებურმა ვერც ამჯერად გააღწია ძირითად ბადეში. მართალია, სტარტზე მასპინძელ ემერთ დინს აჯობა - 7:6, 6:2, მაგრამ მეორე წრეში ფლორიან ბარტთან (გერმანია) დამარცხდა - 3:6, 4:6.

წყვილებში ცივაძე ბელორუს იაჰორ იაციკთან ერთად პირველ ნომრად განთესილ არგენტინელებს - ხუან იგნასიო ლენდეროსა და მატეო ნიკოლას მარტინესს გაუწევს მეტოქეობას.

* * *
15 აპრილს პანამაში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 35.000 დოლარი) სტარტზე თბილისელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი
კოლუმბიელ ბარიენტოსთან ორ სეტში დამარცხდა - 3:6, 2:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

* * *
უზბეკურ ნამანგანში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომელშიც 16 აპრილიდან ორი ქართველი სპორტსმენი ჩაებმება.

ძირითად ბადეში მე-7 ნომრადაა განთესილი სოფიო შაფათავა (რეიტინგფავორიტია რუსი ალექსანდრა პანოვა - 143-ე), რომელიც სტარტზე ემილი ვებლი-სმიტს (დიდი ბრიტანეთი) დაუპირისპირდება.

ძირითად ბადეშია თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვაც. პირველ წრეში იგი რუს ელიზავეტა კულიჩკოვასთან გაარკვევს ურთიერთობას. წარმატების შემთხვევაში, მეორე წრეში მე-5 ნომერ ლუდმილა კიჩენოკს (უკრაინა) შეხვდება.

წყვილებში სოფიო შაფათავა და უზბეკი ნიგინა აბდურაიმოვა კორტზე თურქების - ბასაკ ერადინისა და მელის სეზერის პირისპირ წარდგებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული