როგორც წინა კვირას, ჩვენებურმა ვერც ამჯერად გააღწია ძირითად ბადეში. მართალია, სტარტზე მასპინძელ ემერთ დინს აჯობა - 7:6, 6:2, მაგრამ მეორე წრეში ფლორიან ბარტთან (გერმანია) დამარცხდა - 3:6, 4:6.
წყვილებში ცივაძე ბელორუს იაჰორ იაციკთან ერთად პირველ ნომრად განთესილ არგენტინელებს - ხუან იგნასიო ლენდეროსა და მატეო ნიკოლას მარტინესს გაუწევს მეტოქეობას.
* * *
15 აპრილს პანამაში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 35.000 დოლარი) სტარტზე თბილისელი
* * *
უზბეკურ ნამანგანში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომელშიც 16 აპრილიდან ორი ქართველი სპორტსმენი ჩაებმება.
ძირითად ბადეში მე-7 ნომრადაა განთესილი სოფიო შაფათავა (რეიტინგფავორიტია რუსი ალექსანდრა პანოვა - 143-ე), რომელიც სტარტზე ემილი ვებლი-სმიტს (დიდი ბრიტანეთი) დაუპირისპირდება.
ძირითად ბადეშია თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვაც. პირველ წრეში იგი რუს ელიზავეტა კულიჩკოვასთან გაარკვევს ურთიერთობას. წარმატების შემთხვევაში, მეორე წრეში მე-5 ნომერ ლუდმილა კიჩენოკს (უკრაინა) შეხვდება.
წყვილებში სოფიო შაფათავა და უზბეკი ნიგინა აბდურაიმოვა კორტზე თურქების - ბასაკ ერადინისა და მელის სეზერის პირისპირ წარდგებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"