სოფიო შაფათავამ და ოქსანა კალაშნიკოვამ ნამანგამში პირველი ბარიერი დაძლიეს

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელები - სოფიო შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა 16 აპრილს უზბეკურ ნამანგამში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ჩაებნენ.

შაფათავამ, რომელიც მე-7 ნომრადაა განთესილი, ასპარეზობის სტარტზე ორ სეტში აჯობა კვალიფიკაციიდან აღზევებულ ემილი ვებლი-სმიტს (დიდი ბრიტანეთი) - 6:2, 6:4 და მეორე წრეში ჩეხი ტერეზა შმიტკოვას მძლეველ (6:0, 6:7, 6:4) პოლინა ვინოგრადოვას (რუსეთი) დაუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ ძირითად ბადეში ვინოგრადოვაც საკვალიფიკაციოდან მოხვდა.

წარმატებით ითამაშა კალაშნიკოვამაც - ორ სეტში დააყრევინა ფარ-ხმალი ელიზავეტა კულიჩკოვას (რუსეთი) - 6:4, 6:2. მეორე წრეში მას სერიოზული მეტოქე
ეყოლება - უკრაინელი ლუდმილა კიჩენოვი, რომელიც ტურნირზე მე-5 ნომერია.

შაფათავამ წყვილებშიც იყოჩაღა - მასპინძელ ნიგინა აბდურაიმოვასთან ერთად თურქები - ბასაკ ერაიდინი და მელის სეზერი დაჯაბნა - 6:4, 6:2. მეოთხედფინალში უკრაინელ დებთან - ასპარეზობის ფავორიტ ლუდმილა და ნადია კიჩენოკებთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
თურქულ ანტალიაში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა გიორგი ცივაძე. 16 აპრილს წყვილებში იაჰორ იაციკთან (ბელორუსი) ერთად გავიდა კორტზე.

მართალია, პირველ ნომრად განთესილ არგენტინელებს - ხუან იგნასიო ლონდეროსა და მატეო ნიკოლას მარტინესს წინააღმდეგობა კი გაუწია, მაგრამ მაინც დამარცხებულმა დატოვა (5:7, 4:6) სარბიელი და შეჯიბრებას დაემშვიდობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული