ერთეულთა თანრიგში ტურნირზე მე-7 ნომრად განთესილმა შაფათავამ 17 აპრილს სამ სეტში აჯობა პოლინა ვინოგრადოვას (რუსეთი) - 6:1, 2:6, 7:6. ნახევარფინალში იგი მე-4 ნომრად განთესილ ნადია კიჩენოკს (უკრაინა) დაუპირისპირდება.
კალაშნიკოვამ 17 აპრილს ნადიას დას - მე-5 ნომერ ლუდმილა კიჩენოკს პირველი ხელი 6:4 მოუგო. მეორეში, როცა ჩვენებური 3:0 დაწინაურდა, უკრაინელმა ტრავმა მიიღო და ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.
ნახევარფინალში კალაშნიკოვა ტურნირის
წყვილებში უბრძოლველად გავიდა ნახევარფინალში შაფათავას და უზბეკი ნიგინა აბდურაიმოვას დუეტი, რადგან პირველ ნომრად განთესილმა კიჩენოკებმა ლუდმილას ტრავმის გამო კორტზე გასვლა ვერ შეძლეს.
შაფათავა და აბდურაიმოვა ნახევარფინალში ალბინა ხაბიბულინას (უზბეკეთი) და ანასტასია ვასილიევას (უკრაინა) ტანდემთან გაარკვევენ ურთიერთობას. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ვალენტინა ივანჩენკო (უკრაინა)/ქსენია პალკინა (ყირგიზეთი) და სამანტა მარეი/ემილი ვებლი-სმიტი (ორივე - დიდი ბრიტანეთი) ითამაშებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"