ოქსანა კალაშნიკოვა რეიტინგში წინ წაიწევს

AutoSharing Option
22 წლის თბილისელი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ქალთა მსოფლიოს რეიტინგით 375-ე ადგილზეა, მაგრამ ორშაბათიდან აუცილებლად დაწინაურდება, რადგან უზბეკეთის ქალაქ ნაგმანგანის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მეორე ადგილი დაიკავა და რეიტინგი 34 ქულით გაიმდიდრა: ფინალში ჩვენებური 20 წლის უკრაინელ ნადია კიჩენოკთან (რეიტინგით 190-ე) დამარცხდა - 2:6, 3:6.

საგულისხმოა, რომ კიჩენოკმა მეოთხედფინალში სოფიო შაფათავასაც სძლია, ხოლო კალაშნიკოვამ მერვედფინალში ნადიას ტყუპისცალს, ლუდმილა კიჩენოკს აჯობა.

კალაშნიკოვა უზბეკეთშივე რჩება და 23 აპრილიდან ანდიჟანის ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება.

იგი მე-5 ნომრადაა განთესილი და
სტარტზე ვლადა ეკშიბაროვას (უზბეკეთი) დაუპირისპირდება.

ტურნირის რეიტინგფავორიტია უკრაინელი ვერონიკა კაპშაი - იგი პირველ წრეში მასპინძელ ალინა აბდურახიმოვას გაუწევს მეტოქეობას.

სტამბულის 50.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება სოფიო შაფათავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული