დანარჩენ ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია: 255 (255) სოფიო შაფათავა (190), 377 (375). ოქსანა კალაშნიკოვა (99), 407 (406). მაკა ჩახნაშვილი (87), 482 (480). სოფიო ქვაცაბაია (66), 518 (516). ეკატერინე გორგოძე (56), 815 (815). ნათია გეგია (18).
ჩვენებურთაგან მომავალი კვირისთვის საგრძნობი დაწინაურება ელის ოქსანა კალაშნიკოვას, რომელმაც უზბეკური ნამანგანის 25.000-იან ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა და 34 ქულა დაიმსახურა.
ოქსანა ამჟამადაც უზბეკეთშია, კერძოდ, ანდიჟანში და 10.000-იან ტურნირში იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის.
შვეიცარიული კიაზოს 25.000-იანი ქალთა ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე სცდის ძალებს მაკა ჩახნაშვილი, რომელიც მე-2 ნომრადაა განთესილი. პირველ წრეში იგი თავისუფალი იყო, მეორეში იტალიელ გიადა კლერიჩის დაუპირისპირდება.
ამერიკაში სავანას ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) კვალიფიკაციაში სცდის ძალებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. პირველ წრეში მან სლოვენიელ ლუკა გრეგორეს 6:4, 7:6 მოუგო. ძირითად ბადეში გასაღწევად ვენესუელელ რიკარდო რედრიგესთან გაარკვევს ურთიერთობას.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში თბილისელ სპორტსმენს 184 ქულით 252-ე ადგილი უკავია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"