ოქსანა კალაშნიკოვა უზბეკური ტურნირის მეოთხედფინალშია

AutoSharing Option
უზბეკურ ანდიჟანში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი).

თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც მე-5 ნომრადაა განთესილი, ძირითად ბადეში სტარტზე ვლადა ეკშიბაროვასთან გამარჯვების შემდეგ 24 აპრილს იანა ხონს (უზბეკეთი) აჯობა - 6:2, 6:3 და მეოთხედფინალში ტურნირის მე-2 ნომერ ნიგინა აბდურაიმოვას დაუპირისპირდება.

უკვე გაუწყეთ, რომ სტამბულში ქალთა 50.000-იანი ტურნირის ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა სოფიო შაფათავა, მაგრამ იგი წყვილებში განაგრძობს პაექრობას.

ჩვენებური უკრაინელ ვალენტინა ივახნენკოსთან ერთად პირველ ნომრადაა განთესილი. სტარტზე სტეფანი დუბუას (კანადა) და ჟასმინა ტინჯიჩის (ბოსნია-ჰერცეგოვინა) დუეტს სძლია 6:4, 6:2 და
25 აპრილს მეოთხედფინალში ჟუსტინა ჟეგიოლკა (პოლონეთი)-მელის სეზერის (თურქეთი) ტანდემს გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული