ანა ტატიშვილი მსოფლიოს ახალ რეიტინგში 14 საფეხურით დაქვეითდა

AutoSharing Option
ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ფედერაციამ (WTA) გამოაქვეყნა ახალი რეიტინგი, რომელშიც საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ანა ტატიშვილმა 68-ედან 82-ე ადგილზე გადაინაცვლა. მას ამჟამად 778 ქულა აქვს.

დანარჩენ ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია: 251 (249). სოფიო შაფათავა (212). 318 (328). ოქსანა კალაშნიკოვა (139), 413 (407). მაკა ჩახნაშვილი (87). 483 (478). სოფიო ქვაცაბაია (66), 543 (517). ეკატერინე გორგოძე (52), 824 (823). ნათია გეგია (8).

* * *
მადრიდის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 4.033.254 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე ანა ტატიშვილი არავან რეზოსთან (საფრანგეთი) დამარცხდა.

მადრიდის ტურნირის წყვილებში გამოდის
ოქსანა კალაშნიკოვა. ლატვიელ ლიგა დეკმეიერესთან შეამხანაგებულმა პირველ წრეში გერმანელი გერგესისა და ყაზახი შვედოვას ტანდემი ჩამოიშორა გზიდან - 7:5, 6:3.

სოფიო შაფათავა საფრანგეთის ტურნირში (საპრიზო ფონდი 100.000 დოლარი) ჩაება. კვალიფიკაციის სტარტზე რუს სვეტლანა პატახანოვას სძლია - 6:1, 6:0, მეორე წრეში კი არგენტინელ ტატიანა ბუას დანებდა - 6:7, 6:3, 3:6.

ჩვენებური წყვილებში მარინა მელნიკოვასთან ერთად ანმანდინ ჰესისა და ირინა რამიალისონის (ორივე - საფრანგეთი) დუეტს დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული