ანა ტატიშვილი სტრასბურგში ასპარეზობს, ოქსანა კალაშნიკოვა კი - ბრიუსელში

AutoSharing Option
ბელგიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 690.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელმაც პირველ წრეში ამერიკელი ჯილ კრეიბასი კი დაამარცხა (6:2, 6:4), მაგრამ მეორეში პორტუგალიელ მარია ჟოაო კოელერს დანებდა - 1:6, 3:6.

წყვილებში კალაშნიკოვა ლატვიელ ლიგა დეკმეირთან ერთად ჰუკო აოიამას (იაპონია) და თამარუნ თანასუკარნის (ტაილანდი) ტანდემს დაუპირისპირდება.

სტრასბურგის ტურნირზე (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) იმყოფება ანა ტატიშვილი. იგი ძირითად ბადეშია დაშვებული.

სტარტზე "უაილდ ქარდით" მიწვეულ კაროლინ გარსიასთან (საფრანგეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

ამ ეტაპის გადალახვისთვის 30 ქულას დაიმსახურებს. ტურნირზე პირველ
ნომრადაა განთესილი მასპინძელი მარიო ბარტოლი.

წყვილებში ტატიშვილი ვესნა დოლონჩს (სერბეთი) შეუამხანაგდა. ასპარეზობის სტარტზე ისინი გარა ბლექსა (ზიმბაბვე) და მარინა ერაკოვიჩს (ახალი ზელანდია) შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული