ქართველი ჩოგბურთელები "დევისის თასზე" იასპარეზებენ

AutoSharing Option
თურქეთის, საბერძნეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, საქართველოს, ლიხტენშტეინის, სან მარინოს, მაკედონიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ალბანეთის, მალტისა და ჩერნოგორიის ჩოგბურთელი ვაჟები იასპარეზებენ "დევისის თასზე", ევროაფრიკულ მე-3 ზონაში.

შეჯიბრების მონაწილეებს 21 მაისის წილისყრა სამ სამგუნდა და ერთ ოთხგუნდა ჯგუფში გადაანაწილებს.

საქართველოს ნაკრებში, ვიქტორ ბაკშის ხელმძღვანელობით, სამი ჩოგბურთელია - სანდრო მეტრეველი, გიორგი ცივაძე და შოთა მეფარიძე.

გუნდში არ იქნებიან საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (მიზეზი გაურკვეველია) და გიორგი ჯავახიშვილი, რომელსაც ეროვნული გამოცდები აქვს ჩასაბარებელი და ჩოგბურთისთვის არ სცხელა.

სან მარინოში იმ ორი გუნდის ვინაობა გაირკვევა,
რომლებიც გაისად მე-2 ზონაში იასპარეზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული