ქართველი ჩოგბურთელები დევისის თასს სომხეთით იწყებენ

AutoSharing Option
სან მარინოში ჩოგბურთელ ვაჟთა დევისის თასის გათამაშების ევროაფრიკული ზონის მე-3 ჯგუფის 16 გუნდი შეიკრიბა.

21 მაისს წილისყრა გაიმართა, რომელმაც მოასპარეზენი სამ სამგუნდა და ერთ ოთხგუნდა ჯგუფში გადაანაწილა.

სტარტზე საქართველოს ნაკრებს (ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, შოთა მეფარიძე, კაპიტანი ვიქტორ ბაკში) გაუმართლა - ფავორიტებს ასცდა: მეორე ჯგუფის ორი საგზურისთვის პლეი ოფში გასასვლელად C ჯგუფში მასპინძელ სან მარინოს (დიეგო ზონზინი, მარკო დე როსი, პიეტრო გრასი, მოთამაშე კაპიტანი - დომენიკო ვიცინი) და სომხეთს (აშოტ გევორქიანი, ხაჩატურ ხაჩატრიანი, სედრაქ ხაჩატრიანი, მიქაელ ავეტისიანი, კაპიტანი ვაჰე ავეტისიანი)
დაუპირისპირდება.

დანარჩენ ჯგუფებში გუნდები ასე განაწილდნენ:
A ჯგუფი. საბერძნეთი, ჩერნოგორია, ლიხტენშტეინი.
B ჯგუფი. ნორვეგია, მალტა, ისლანდია.
D ჯგუფი. მაკედონია, თურქეთი, ალბანეთი, აზერბაიჯანი.

წრიული შეხვედრების შემდეგ A ჯგუფის პირველადგილოსანი C ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება, B ჯგუფისა - D ჯგუფში უძლიერესს გაუწევს მეტოქეობას.

დღეს, 22 მაისს, ითამაშებენ: ჩერნოგორია - საბერძნეთი, ნორვეგია - მალტა, საქართველო - სომხეთი, თურქეთი - მაკედონია, ალბანეთი - აზერბაიჯანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული