ქართველმა ჩოგბურთელებმა დევისის თასი სომხეთის ძლევით დაიწყეს

AutoSharing Option
სან მარინოში 22 მაისს დაიწყო ჩოგბურთელ ვაჟთა დევისის თასის გათამაშება ევროაფრიკული ზონის მე-3 ჯგუფში.

მეორე ზონაში აღსაზევებელი 2 საგზურისთვის ბრძოლაში 16 გუნდი ჩაება. მათ შორისაა საქართველოს ნაკრები (გიორგი ცივაძე, ალექსანდრე მეტრეველი, შოთა მეფარიძე, კაპიტანი ვიქტორ ბაკში).

C ჯგუფის პირველ ტურში ჩვენმა ბიჭებმა 3:0 მოუგეს სომხებს: გიორგი ცივაძე-ხაჩატურ ხაჩატრიანი 6:1, 7:5; ალექსანდრე მეტრეველი-აშოტ გევორქიანი 7:6, 6:2; მეტრეველი, ცივაძე-გევორქიანი, ხაჩატრიანი 6:2, 6:0.

საგულისხმოა, რომ შარშანაც ამავე ჯგუფში მე-5 ადგილისთვის პაექრობაში ქართველმა ჩოგბურთელებმა ასეთივე ანგარიშით სძლიეს სომხეთის ნაკრებს.

დანარჩენ სამ ჯგუფში 22 მაისის
შეხვედრები ასე დასრულდა: A ჯგუფი. საბერძნეთი-ჩერნოგორია 3:0, B ჯგუფი. ნორვეგია-მალტა 3:0, D ჯგუფი. მაკედონია-თურქეთი 3:0, ალბანეთი-აზერბაიჯანი 3:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული