ამჯერად, ნადალმა სასტარტო ჩავარდნა ინტენსივობის დეფიციტსა და მეტოქის კარგ თამაშს დააბრალა. ესპანელმა პირველ სეტში ვერც ერთი ბრეიკი ვერ გააკეთა, 3:3-სა და 15:40-ზე ფორჰენდის შესრულებისას შეცდომა დაუშვა და ეს ბრეიკი გადამწყვეტი აღმოჩნდა პირველ სეტში.
მეორე სეტიდან მოყოლებული, ნადალი ინიციატივას დაეუფლა - ამის დამადასტურებელია 4:0 პარტიის სტარტზე. მართალია, კლიჟანმა გაბრძოლება სცადა და
კარიერაში 899-ე მატჩი მოიგო როჯერ ფედერერმა, რომელიც ფრანგ ჟულიან ბენეტოს ხვდებოდა. ჩვენ უკვე მოგიყევით ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირების შესახებ. კერძოდ, ბენეტოს მოგებული ჰქონდა შვეიცარიელისთვის შარშან უიმბლდონსა და წელს, როტერდამის ტურნირზე, ამ მატჩებს შორის კი იყო ოლიმპიადაზე ფედერერის გამარჯვება. რევანში შედგა. შვეიცარიელს მხოლოდ პირველი სეტის სტარტზე გაუჭირდა, როცა ბენეტომ პირველივე გეიმში ბრეიკი გააკეთა. მაგრამ, 0:2-ზე ფედერერმა მომდევნო შვიდი გეიმიდან ექვსი აიღო და ამის შემდეგ, უკან აღარ დაუხევია. როჯერის შემდეგი მეტოქე ფრანგი ჟილ სიმონი იქნება, რომელმაც ხუთ სეტში მოუგო სემ კუერის.
თუ ფედერერს ერთი მოგება სჭირდება 900 გამარჯვებამდე, ესპანელმა დავიდ ფერერმა "დიდი სლემის" ტურნრებზე საიუბილეო, მე-100 შეხვედრა მოიგო, როცა უპრობლემოდ გაუსწორდა თანამემამულე ფელისიანო ლოპესს. ახლა, ფერერს სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან მოუწევს შეხვედრა, რომელსაც სამ სეტში მოუგო მილოშ რაონიჩს.
აგრძელებს კარგი ფორმის დემონსტრირებას ფრანგების მთავარი იმედი ჟო-ვილფრიდ ცონგა, რომელიც ძალიან იოლად გაუსწორდა ჟერემი შარდის - 6:1, 6:2, 7:5. თანამემამულის გასანადგურებლად ცონგამ საათი და 42 წუთი იკმარა და სერბ ვიქტორ ტროიცკისთან თამაშის უფლება მიიღო. ამ უკანასკნელმა, მოულოდნელად მოუგო სამ სეტში მარინ ჩილიჩს.
მორიგი ხუთსეტიანი მარათონი შემოგვთავაზა ამერიკელმა ჯონ ისნერმა. მან სამი საათი და 50 წუთი იბრძოლა თანამემამულე რაიან ჰარისონის წინააღმდეგ, 8:6 მოიგო მეხუთე სეტი და მესამე წრეში თამაშის უფლება მიიღო, რაც როლან გაროსზე მისთვის საუკეთესო შედეგია. ისნერი და ჰარისონი მეხუთედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ისნერმა მეოთხედ მოიგო.
კიდევ ერთი შეხვედრის მეხუთე სეტში გათამაშდა 14 გეიმი. იანკო ტიპსარევიჩი ოთხი საათი და 32 წუთი (!) ებრძოდა ესპანელ ფერანდო ვერდასკოს, გაანიავა ორსეტიანი უპიტარესობა, მაგრამ ბოლოს მაინც გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა, როცა მე-20 ბრეიკ-პოინტი მეხუთე ბრეიკში გარდასახა.
კაცები
II წრე
ტომი ჰაასი (გერ, 12)-ჯეკ სოკი (აშშ) 7:6(3), 6:2, 7:5; ჯონ ისნერი (აშშ, 19)-რაიან ჰარისონი (აშშ) 5:7, 6:7(7), 6:3, 6:1, 8:6; მიხაილ იუჟნი (რუს, 29)-ფედერიკო დელბონისი (არგ) 6:3, 6:7(5), 7:5, 6:4; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 8)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ) 7:6(3), 6:1, 3:6, 5:7, 8:6; რაფაელ ნადალი (ესპ, 3)-მარტინ კლიჟანი (სლოვაკ) 4:6, 6:3, 6:3, 6:3; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 9)-ორასიო სებალიოსი (არგ) 6:2, 7:6(2), 6:4; იერჟი იანოვიჩი (პოლ, 21)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:4, 4:6, 6:4, 6:3; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-დენის ისტორმინი (უზბ) 6:4, 7:5, 6:2; რიშარ გასკე (საფ, 7)-მიხალ პრისიეჟნი (პოლ) 6:3, 6:3, 6:0.
1/16 ფინალი
ტომი რობრედო (ესპ, 32)-გაელ მონფილი (საფ) 2:6, 6:7(5), 6:2, 7:6(3), 6:2; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 11)-ანდრეას სეპი (იტა, 20) 7:6(1), 6:0, 6:4; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 23)-მილოშ რაონიჩი (კან, 14) 7:5, 7:6(4), 6:3; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 6:!, 7:5, 6:4; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-ჟერემი შარდი (საფ, 25) 6:1, 6:2, 7:5; ვიქტორ ტროიცკი (სერ)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 10) 7:6(12), 6:4, 7:5; ჟილ სიმონი (საფ, 15)-სემ კუერი (აშშ, 18) 2:6, 6:3, 2:6, 7:6(2), 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ჟულიან ბენეტო (საფ, 30) 6:3, 6:4, 7:5.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სუპერმატჩი პარიზის კორტებზე