მაკა ჩახნაშვილი შეჯიბრებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება. სტარტზე მასპინძელ ჯორჯია ბრეშას სძლია სამ სეტში - 6:7, 6:0, 6:2, შემდეგ იულიანა ლიზარაზუს (კოლუმბია) დააყრევინა ფარ-ხმალი - 7:5, 6:3 და ძირითად ბადეში გავიდა, სადაც ტერეზა მარტინცოვას (ჩეხეთი) დაუპირისპირდება.
წარმატების შემთხვევაში, ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ალექსანდრა კრუნიჩს (სერბეთი) გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა იოლად დაამარცხა (6:0, 6:0) ტამი პეტერსონი (ავსტრალია).
ამავე ტურნირის ძირითადი ბადიდან აიღო სტარტი სოფიო შაფათავამ. წილისყრამ მე-7
მეორე წრეში შაფათავას ჩერნოგორიელი დანკო კოვინიჩი ელოდება. მეტოქეები კორტზე ორჯერ გავლენ: ერთეულებსა და წყვილებშიც.
გერმანელ კრისტინა შაკლოვეცთან შეამხანაგებული შაფათავა პირველ წრეში სწორედ დანკა კოვინიჩისა და სტორმ სანდერსის (ავსტრალია) გზიდან ჩამოშორებას შეეცდება.
თურქული აგრის 25.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება მარიამ ბოლქვაძე, მაგრამ პირველივე შეხვედრა ტეა ფებერთან (ხორვატია) წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"