ნადალი: ფედერერი ჩემზე უკეთესია

AutoSharing Option
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან თავისი ისტორიული დაპირისპირების შესახებ.

“ბედნიერი ვარ, რომ ძალიან ბევრს მივაღწიე ცხოვრებაში, - ამბობს ნადალი ATP-ის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში. - მიხარია, რომ ვთამაშობ და ვიგებ, მაგრამ როჯერმა ჩემზე გაცილებით ბევრს მიაღწია - ასეთია რეალობა. მას “დიდი სლემის” ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული, ყველაზე დიდხანს იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანი. ასე რომ, ეს ციფრები ამბობენ - ის საუკეთესო ჩოგბურთელია ისტორიაში”.

“დიახ, ურთიერთშეხვედრებში მე უფრო ხშირად ვიმარჯვებდი, მაგრამ აქვე მოგიყვანთ საფეხბურთო ანალოგიას -
სეზონის განმავლობაში “ჩელსიმ” ორჯერ დაამარცხა “მანჩესტერ იუნაიტედი”, მაგრამ პრემიერლიგის ჩემპიონი მაინც “მანჩესტერი” გახდა. შესაბამისად, სწორედ “იუნაიტედია” საუკეთესო გუნდი”
, - აღნიშნა 27 წლის ესპანელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დამარცხებული როჯერი და გადარჩენილი სერენა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული