მონიკა სელეშმა წიგნი დაწერა

AutoSharing Option
"დიდი სლემის" ტურნირების ცხრაგზის ჩემპიონმა, ამერიკელმა მონიკა სელეშმა თავისი ახალი წიგნის პრეზენტაცია მოაწყო, რომლის სახელწოდებაა: The Academy: Game on. წიგნის მთავარი პერსონაჟია გოგონა, სახელად მაია, რომელმაც საჩოგბურთო აკადემიაში თავისი ნიჭის განვითარების საშუალება მიიღო.

"მთავარი გმირი - მაია ძალიან მგავს მე, თუმცა, ალბათ, ის უფრო მოუხერხებელია. მე, პრაქტიკულად, არ ვლაპარაკობდი ინგლისურად. ამასთან, უფრო მოკლე თმა მქონდა, უფრო გამხდარი ვიყავი. ამიტომაც სხვა ბავშვები ჩემს გარეგნობაზე იცინოდნენ", - განაცხადა სელეშმა WTA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

* * *
პარიზში, როლან გაროსის მსვლელობისას, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ
2012 წლის სეზონისთვის განკუთვნილი პრიზები დაარიგა.

მსოფლიოს ჩემპიონების ვახშამზე ჯილდოები მიიღეს: სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა (საუკეთესო მამაკაცი ჩოგბურთელი), ამერიკელმა სერენა უილიამსმა (საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი), ამერიკელებმა - ბობ და მაიკ ბრაიანებმა (საუკეთესო წყვილი კაცებში), იტალიელებმა - რობერტა ვინჩიმ და სარა ერანიმ (საუკეთესო წყვილი ქალებში), აგრეთვე, იუნიორთა თანრიგში ჩემპიონებმა - ფილიპ პელივომ (კანადა) და ტეილორ თაუნსენდმა (აშშ).

გარდა ამისა, სპეციალური პრიზი გადაეცა ლეგენდარულ ჰოლანდიელს ესტერ ვერგეერს, რომელიც უნარშეზღუდულთა კატეგორიაში გამოდიოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული