ნახევარი წლის წინ როლან გაროსის მოგება არარეალური ჩანდა

AutoSharing Option
როლან გაროსზე მერვე ტრიუმფის შემდეგ ესპანელმა რაფაელ ნადალმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ეს ტიტული მისთვის განსაკუთრებულია...

- ტურნირის მერვედ მოგება ისეთივე სასიამოვნოა, როგორც პირველად?
- შედარება ყოველთვის რთულია. ყველა სიტუაცია ერთმანეთისგან განსხვავებულია. ასე რომ, შედარება - ჩემი საქმე არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, წლევანდელ სეზონში წარმატება, იმის გათვალისწინებით, რაც მე გადავიტანე - განსაკუთრებულია. ხუთი თვის უკან ჩემი გუნდის ვერც ერთი წევრი ოცნებასაც კი ვერ გაბედავდა ასეთ
დაბრუნებაზე. ყველა ჩვენგანს ასეთი სცენარი არარეალურად გვეჩვენებოდა, მაგრამ დღეს აქ ვართ და ყველაფერი აეწყო ისე, როგორც აეწყო. ამიტომაც ვარ ბედნიერი.

- ამჟამად ფიზიკურად ისევე ხართ მზად, როგორც ადრე?
- არა. მახსოვს შემთხვევები, როცა გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდი, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან ბოლო დროს ბევრს არ ვვარჯიშობდი. თამაშის გაუმჯობესების საშუალება მომცა იმან, რომ ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი მატჩი ჩავატარე. სწორედ ამით ვცვლიდი საწვრთნელ პროცესს.

საერთო ჯამში, ტურში დაბრუნების შემდეგ ჩემი გადაადგილება კორტზე არც ისე სახარბიელო იყო, მაგრამ თანდათან ყველაფერი თავის ადგილას დგება.

- თქვენი ბოლო გამარჯვებების გათვალისწინებით და იმის გამოც, რომ სეზონის მეორე ნახევარში სარეიტინგო ქულების დაცვა არ გიწევთ, რეალურად შეგიძლიათ იბრძოლოთ მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტიტულისთვის?
- არა. დღეს მე არ ვისახავ ასეთ მიზანს. თუმცა ამ სეზონში დაგროვილი ქულებით შესანიშნავ პოზიციაზე ვიმყოფები, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენს დროში მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდე, თამაშია საჭირო, თანაც ძალიან კარგად მთელი სეზონის განმავლობაში.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- თავდაპირველად უნდა გავიარო დეტალური სამედიცინო შემოწმება. მინდა ჩემი სხეულის ფაქტობრივად ყველა ნაწილი შევამოწმო. იმედია, უიმბლდონისთვის მზად ვიქნები, მაგრამ ამ ტურნირამდე “გასახურებელ” შეჯიბრებებში მონაწილეობას არ მივიღებ. რა თქმა უნდა, ეს არ არის იდეალური სიტუაცია “დიდი სლემის” ტურნირის წინ, მით უმეტეს, თუ ის ბალახის კორტებზე იმართება, მაგრამ ამ მომენტისთვის სხვა ვარიანტი არ გამაჩნია.

მაინც შევეცდები, უიმბლდონს კარგ ფორმაში შევხვდე, მაგრამ თუ იქ წარმატებით ვერ გამოვალ, ჩემი პოზიციები მაინც არ შეირყევა - ქულები უკვე საკმარისად მაქვს დაგროვებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალმა როლან გაროსი მერვედ მოიგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული