მიუხედავად იმისა, რომ ფინალში დავიდ ფერერმა წააგო რაფაელ ნადალთან, მან მაინც გადაინაცვლა კლასიფიკაციის მეოთხე ადგილზე და მეხუთემდე სწორედ ნადალი ჩამოაქვეითა.
საქმე ისაა, რომ რაფამ პარიზში წინა წელს მოპოვებული ტიტული დაიცვა და შესაბამისად, რეიტინგში ქულა არ მომატებია; ფერერმა კი პირიქით, შარშანდელ როლან გაროსთან შედარებით, ერთი საფეხურით წინ წაიწია და ამისთვის 480 ქულა მიიღო.
* * *
ქალთა რეიტინგში ადგილები გაცვალეს მარია შარაპოვამ და ვიქტორია აზარენკამ. რუსმა შარშანდელი გამარჯვებისთვის მოპოვებული ქულები ვერ
გარკვეული ცვლილებები მოხდა ტოპ-ათეულში: გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა პეტრა კვიტოვას გაუსწრო და მე-7 ჩოგანი გახდა, დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ მეცხრე ადგილი დაიკავა, ხოლო რუსი მარია კირილენკო პირველად შევიდა საუკეთესო ათეულში და იქ მეათე ადგილზე დამკვიდრდა. ათეულიდან გამოვარდა და ერთბაშად მე-14 ადგილამდე დაქვეითდა ავსტრალიელი სამანტა სტოსური.
ATP
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 11 830
2(2). ენდი მიურეი (ბრიტ) 8 310
3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) 7 640
4(5). დავიდ ფერერი (ესპ) 7 220
5(4). რაფაელ ნადალი (ესპ) 6 895
6(6). ტომას ბერდიხი (ჩეხ) 4 515
7(6). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 4 155
8(7). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) 3 960
9(9). რიშარ გასკე (საფ) 3 090
10(10). სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 2 810
11(14). ტომი ჰაასი (გერ) 2 585
12(11). მარინ ჩირიჩი (ხორ) 2 570
13(15). კეი ნიშიკორი (იაპ) 2 495
14(12). იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 2 390
15(16). მილოშ რაონიჩი (კან) 2 225
16(13). ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 2 195
17(18). ჟილ სიმონი (საფ) 1 985
18(19). ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 1 885
19(20). სემ კუერი (აშშ) 1 810
20(17). ხუან მონაკო (არგ) 1 740
WTA
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 13 615
2(3). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 9 625
3(2). მარია შარაპოვა (რუს) 9 415
4(4). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 6 465
5(5). სარა ერანი (იტა) 5 335
6(6). ნა ლი (ჩინ) 5 155
7(8). ანჟელიკ კერბერი (გერ) 4 915
8(7). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 4 435
9(10). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 3 565
10(12). მარია კირილენკო (რუს) 3 436
11(15). რობერტა ვინჩი (იტა) 3 060
12(14). ანა ივანოვიჩი (სერ) 2 920
13(11). ნადია პეტროვა (რუს) 2 910
14(9). სამანტა სტოსური (ავსტრა) 2 905
15(13). მარიონ ბარტოლი (საფ) 2 905
16(18). ელენა იანკოვიჩი (სერ) 2 900
17(17). სლოან სტივენსი (აშშ) 2 530
18(16). დომ. ციბულკოვა (სლოვაკ) 2 140
19(20). კარლა სუარეს ნავარო (ესპ) 2 095
20(21). კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 1 978
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სამ ქალაქში უიბლდონისთვის მზადება დაიწყო