ფედერერმა ორ სეტში მოამთავრა საქმე - 6:3, 6:3 და თავის ერთ-ერთი საყვარელ ტურნირზე, რომელიც ხუთჯერ აქვს მოგებული, საიუბილეო, მე-40 გამარჯვება იზეიმა.
68 წუთის განმავლობაში შვეიცარიელმა ოთხი ბრეიკი გააკეთა, თავად კი ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება. როჯერის შემდეგი მეტოქე კიდევ ერთი გერმანელი მიშა ზვერევი იქნება, ვინც 7:6, 6:3 მოუგო მირზა ბაშიჩს. ამ უკანასკნელმა წინა დღეს სენსაცია მოახდინა, როცა პოლონელი იერჟი იანოვიჩი გამოთიშა ბრძოლას.
* * *
ესპანელმა რაფაელ
"ჩემსა და როჯერის რეკორდს შორის სინათლის წელიწადის ტოლი უფსკრულია, - ამბობს როლან გაროსის რვაგზის ჩემპიონი. - დღეს არ ვფიქრობ იმაზე, რომ ამ რეკორდამდე თუნდაც მიახლოებას შევძლებ".
შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალს "დიდი სლემის" ტურნირებზე 12 გამარჯვება დაუგროვდა, იმ დროს, როცა როჯერ ფედერერის რეკორდი "მეიჯორებზე" 17 ტრიუმფს უტოლდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ენდი მარეი: რაფას მეხუთე ადგილი დანაშაულია