ორი ნული როჯერ ფედერერისგან

AutoSharing Option
ამ კვირას მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირებზე გუშინ, მეოთხედფინალური ეტაპების დრო იყო.

გერმანიის ქალაქ ჰალეში ბრწყინვალე თამაში აჩვენა მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, ლეგენდარულმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, რომელმაც გაანადგურა ადგილობრივი ჩოგბურთელი, რეტინგის 156-ე ნომერი მიშა ზვერევი.

შეხვედრა მხოლოდ 39 წუთი გაგრძელდა. როჯერმა ათიდან ექვსი ბრეიკ პოინტი გამოიყენა და ზვერევს არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა. ეს ყველაფერი ასეთ ანგარიშში გამოიხატა - 6:0, 6:0.

შვეიცარიელმა ოთხი ეისი ჩააწოდა და მხოლოდ ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა. ნახევარფინალში ფედერერის მეტოქე უნდა გარკვეულიყო გერმანელი ტომი ჰაასისა და ფრანგი გაელ
მონფილსის
შეხვედრაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფა ნადალი: ჩემსა და როჯერს შორის ერთი სინათლის წელიწადია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული