შეგახსენებთ, რომ მესამე სათამაშო დღეს უიმბლდონს ჩამოშორდნენ სტივ დარცისი, ჯონ ისნერი, რადეკ შტეპანეკი, ჟო-ვილფრიდ ცონგა, მარინ ჩილიჩი, ვიქტორია აზარენკა და იაროსლავა შვედოვა. 27 ივნისს ამ შვიდეულს კიდევ ორი ჩოგბურთელი დაემატა - ფრანგები: მიკაელ ლოდრა და პოლ-ანრი მატიო.
"ვწუხვართ იმის გამო, რომ სპორტსმენთა გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო უიმბლდონზე ბრძოლის გაგრძელება. ჩოგბურთელებმა სხვადასხვა მიზეზის გამო თქვეს უარი თამაშზე. ამასთან, ბალახის საფარი აქ არაფერ შუაშია. კორტების
როჯერი: კიდევ მრავალი წელი ვითამაშებ
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა შეაჯამა უიმბლდონზე თავისი გამოსვლა მეორე წრეში უკრაინელ სერგეი სტახოვსკისთან წაგების შემდეგ (7:6, 6:7, 5:7, 6:7).
"აქ უფრო დიდხანს გამოსვლას ველოდი, - ამბობს ჩოგბურთელი ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. - მაგრამ არა უშავს, მე იმ ასაკში არ ვარ, რომ პანიკა დავიწყო. ასეთი ადრეული გამოვარდნის მიუხედავად, საერთოდ არ ვნერვიულობ საკუთარ მომავალზე. კიდევ მრავალი წელი ვაპირებ თამაშს.
სასაცილოა, მაგრამ სპეციალისტები ჩემი და ნადალის ერთობლივ მეოთხედფინალს პროგნოზირებდნენ. ამბობდნენ, რომ ჩვენი ასეთი ნაადრევი შეხვედრა გააფუჭებდა ტურნირს. რას ვიზამთ, იმედია, ახლა, ისინი უფრო მხიარულად არიან... მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებმა დაიწყეს ვეტერანების დამარცხება. ისინი - ჩოგბურთის მომავალს წარმოადგენენ, მაგრამ ჩვენ კიდევ დაგვრჩა მათთვის სათქმელი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: ტრავმებისგან დამარცხებულები