პირველ სეტში 0:3 ჩამორჩენის შემდეგ, კერბერმა ზედიზედ ექვსი გეიმი მოიგო და 6:3 გაიმარჯვა. მეორე სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა და იქ ესტონელმა პატარა სასწაული მოახდინა. კერბერი მე-13 გეიმში 5:1 დაწინაურდა და ორი ქულა აკლდა მოგებამდე, მაგრამ მომდევნო რვა გათამაშებიდან შვიდი კანეპის დარჩა და 8:6 მოიგო საჩოგბურთო ლატარია. კერბერმა სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო და მესამე სეტში 0:3 ჩამორჩა,
კანეპი შემდეგ ეტაპზე უაილ-ქარდის მფლობელ ამერიკელ ელისონ რისკეს შეხვდება, რომელმაც სამ სეტში მოუგო პოლონელ ურსულა რადვანსკას და დაამტკიცა ბალახის კორტების სპეციალისტის სტატუსი. 126-ე ჩოგანმა კარიერაში მე-13 მატჩი მოიგო და ყველა ბალახზე.
ენდი მარეის გარდა, ბრიტანული პუბლიკა ლორა რობსონმაც გაახარა, რომელმაც უპრობლემოდ მოუგო მარიანა დუკე-მარინოს - 6:4, 6:1. ამ უკანასკნელმა მხოლოდ პირველ სეტში შეძლო ბრძოლა, როცა 2:5-დან მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ მოახერხა, მეორე სეტში კი 1:6 განადგურდა.
II წრე
ლორა რობსონი (ბრიტ)-მარიანა დუკე-მარინო (კოლ) 6:4, 6:1; ელისონ რისკე (აშშ)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 4:6, 6:3, 6:4; კაია კანეპი (ესტ)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 7) 3:6, 7:6(6), 6:3.
1/16 ფინალი
მარიონ ბარტოლი (საფ, 15)-კამილა ჯორჯი (იტა) 6:4, 7:5; კარინ კნაპი (იტა)-მიშელ ლარშერ დე ბრიტუ (პორ) 7:5, 6:2; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 19)-იუჯინ ბუშარი (კან) 7:5, 6:2; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 20)-ვესნა დოლონცი (სერ) 6:4, 6:2; ფლავია პენეტა (იტა)-ალიზ კორნე (საფ, 29) 0:6, 7:6(4), 6:2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: ენდი მარეი იოლად იგებს