ანა ტატიშვილი და სოფიო შაფათავა გერმანულ ტურნირში ჩაერთვნენ

AutoSharing Option
გერმანულ ვერსმოლდში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი), რომელშიც ორი ქართველი მონაწილეობს.

პირველ ნომრადაა განთესილი "უაილდ ქარდით" მიწვეული ანა ტატიშვილი, რომელიც სტარტზე კარენ ბარბატს (დანია) შეხვდება. სოფიო შაფათავა კი მასპინძელ ანტონია ლოტნერს გაუწევს მეტოქეობას.

ქართველი ჩოგბურთელები წყვილებში გაერთიანებული ძალით იბრძოლებენ: მეორე ნომრად განთესილნი გერმანელებს - ტამარა კორპატჩსა და ტატიანა შტოლს დაუპირისპირდებიან.

* * *
ტორუნის (პოლონეთი) 25.000-იან ტურნირში ითამაშებს მაკა ჩახნაშვილი, რომელსაც პირველ წრეში მეტოქედ მასპინძელი მაგდალენა ფრეჩი ეყოლება.

* * *
თურქეთში დარჩა საასპარეზოდ ნიკოლოზ ბასილაშვილი.
ამჯერად იგი ქაისერის 10.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს.

სტარტზე ორჯერ დაუპირისპირდება ავსტრალიელ დავიდ სოფაერს: ჯერ ერთეულთა თანრიგში, მერე კი ირლანდიელ სამ ბარისთან ერთად მესამე ნომრად განთესილი სოფაერისა და დამიან ფარინოლას (ავსტრალია) გზიდან ჩამოშორებას შეეცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული