როჯერ ფედერერი ჰამბურგშიც იქნება

AutoSharing Option
მსოფლიოს მესამე ჩოგანი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი 15-21 ივლისს მონაწილეობას მიიღებს გერმანიის ჩემპიონატში, რომელსაც ჰამბურგი უმასპინძლებს.

"სიამოვნებით მინდა გაცნობოთ, რომ ჰამბურგში ვითამაშებ - ეს არის ადგილი, რომელთანაც ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს", - დაწერა თავის "ტვიტერზე" ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა, რომელიც მესამე წრიდან გამოეთიშა უიმბლდონს.

ჰამბურგის ტურნირის საპრიზო ფონდი 1 230 500 ევროს შეადგენს. ერთეულებში გამარჯვებული 251 200 ევროსა და 500 რეიტინგულ ქულას მიიღებს.

რამდენიმე დღის წინ ფედერერმა გამოაცხადა, რომ შვეიცარიის ქალაქ გშტაადშიც აპირებს ATP-ის ტურნირზე გამოსვლას.

ბეკერის რჩევა ნადალს
ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა, უიმბლდონის
სამგზის ჩემპიონმა ბორის ბეკერმა ესპანელ რაფაელ ნადალს ურჩია, შეზღუდოს მომავალში ბალახის კორტებზე თამაში.

"ნადალი წელს, დაბრუნების შემდეგ ძალიან ძლიერად თამაშობდა, მაგრამ მისი ტურნირების უმეტესი ნაწილი გრუნტზე იმართებოდა. ბალახი ყველა საფარისგან განსხვავებულია. აქ მოთამაშე სხვანაირად მოძრაობს და მისი ფეხები აბსოლუტურად ჯანმრთელი უნდა იყოს, რადგან ყოველ წუთს გიწევს მიმართულების შეცვლა და ბალახზე სრიალი", - ამბობს ბეკერი.

"მიუხედავად იმისა, რომ ნადალმა წელს ბევრი ტურნირი მოიგო, მას მუდმივად უნდა ახსოვდეს თავისი მუხლები. მეშინოდა, რომ რაფას უიმბლდონზე ტკივილის ზღვარზე მოუწევდა თამაში. ამიტომაც ესპანელი უნდა დაფიქრდეს იმის შესახებ, ითამაშოს თუ არა მომავალში ბალახზე", - ასრულებს თავის მოსაზრებას გერმანელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: ნადალს ფედერერი და შარაპოვა მიჰყვნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული