"სამწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, მე და ტომასი ურთიერთობის გაწყვეტაზე შევთანხმდით. პირადი მიზეზების გამო, მას აღარ შეუძლია ჩემთან ერთად მოგზაურობა და ტურნირებზე ჩემს გვერდით ყოფნა. ამიტომაც ორივე მივხვდით, რომ ჩვენი კავშირი აღარ გაგრძელდებოდა.
მისი მადლობელი ვარ გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ წარმატებებს ვუსურვებ. რამდენიმე დღეში დავასახელებ ახალი მწვრთნელის ვინაობას", - წერია შარაპოვას ოფიციალურ ვებგვერდზე.
შარაპოვამდე ჰოგსტედი ავარჯიშებდა ჩინელ ნა ლის და ამ თანამშრომლობით ჩოგბურთელმა მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო ათეულში შეაღწია. მანამდე
შარაპოვამ და ჰოგსტედმა თანამშრომლობა 2011 წლის სეზონიდან დაიწყეს. შვედის ხელმძღვანელობით, რუსმა ოთხჯერ მიაღწია "დიდი სლემის" ტურნირების ფინალამდე, მაგრამ მხოლოდ ერთში მოიგო - 2012 წლის როლან გაროსის ფინალში იტალიელი სარა ერანი დაამარცხა.
სულ კი ჰოგსტედის მწვრთნელობისას, შარაპოვამ მოიგო WTA-ის ექვსი ტურნირი და შვიდი ფინალი წააგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მარია შარაპოვა: გრუნტზე დღემდე მიჭირს თამაში