ჯოკო სეზონის რთული ნაწილის შემდეგ დასვენებას აგრძელებს და ორი დღის წინ უჩვეულო ამპლუაში მოსინჯა თავი.
"სოფლის კეთილმა მცხოვრებმა ამიხსნა, როგორ უნდა მემართა ტრაქტორი. აღფრთოვანებული დავრჩი. ბავშვობიდან არ ვმჯდარვარ ტრაქტორზე, ამიტომაც ძველი დროის მოგონებებმა კარგ ხასიათზე დამაყენა", - დაწერა თავის "ფეისბუქზე" ჯოკოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ შემდეგი ტურნირი, რომელშიც სერბი ჩოგბურთელი მონაწილეობას მიიღებს, კანადური მონრეალის მასტერსია. ის სტარტს 5 აგვისტოს აიღებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ახალი კლასიკა: ენდი მარეი VS ნოვაკ ჯოკოვიჩი